LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას: ნინო ლომჯარია

141
257784208-4442787819092046-8590368741015448082-n

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე მიესალმება და აღნიშნავს, რომ მონიტორინგი კვლავ გაგრძელდება.

“მივესალმები მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, დათანხმდეს გორის ჰოსპიტალში გადასვლასა და შიმშილობის შეწყვეტაზე. როგორც ექიმებისგან ვიცოდი, თითოეულ წუთს შესაძლებელია დამდგარიყო სასიკვდილო გართულება. მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თვალსაზრისითაც.

რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი და მასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად შეამოწმებს მკურნალობის ხარისხს, მიმდინარეობას, უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა სტრასბურგის სასამართლოსაც მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია”,- ამბობს ნინო ლომჯარია. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

magti 5g