ივნისში, შვედი მსახიობი, 62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ნორვეგიელ ემა კროკდალზე დაინიშნა. სულ ცოტა ხნის წინ წყვილი პაპარაცებმა მალიბუს სანაპიროზე დააფიქსირეს. ისინი რუჯის მიღების პროცესში გადაიღეს.
ცნობისთვის, 62 წლის მსახიობის რჩეული ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ფიტნეს-ცენტრში ინსტრუქტორად მუშაობს და საქმროს პერსონალური ტრენერიც გახლავთ. მასთან ურთიერთობა დოლფმა 2020 წლის იანვარში დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დოლფ ლუნდგრენი 17 წლის მანძილზე ანეტ კვიბერგზე იყო დაქორწინებული. წყვილს საერთო ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.