62 წლის რეიფ ფაენსი ახალ ფილმში გადაიღეს. ეს გახლავთ კინოსურათი, სახელწოდებით „ოდისეის დაბრუნება“. მას პარტნიორობას ჯულიეტ ბინოში უწევს.
როგორც ჩანს, მსახიობი როლისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდა. ახლახან ინტერნეტსივრცეში ფაინსის ახალი ფოტოები გავრცელდა. მსახიობის ტრანსფორმაცია მართლაც წარმოუდგენელია. რეიფი წელს ზემოთ შიშველი პოზირებს და ნავარჯიშებ სხეულს გვაჩვენებს.
ცოტა ხნის წინ ახალი ფილმის პირველი „ტრეილერიც“ გავრცელდა. კინოსურათის რეჟისორია უმბერტო პაზოლინია.
28 წლის შემდეგ კვლავ ერთად – რეიფ ფაინსი და ჯულიეტ ბინოში ახალი ფილმის პრემიერაზე



