გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 4 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 804 571-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 4 154-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 741 470 -მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 63 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 11 352 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 41 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 6 490 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 173-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 51 298, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 273, PCR ტესტით – 20 025.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო 7 დღის – 8,99%.
დღიურად აცრილთა რიცხვი – 7 099-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.