LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

63% მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა – NDI

96

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა.

გამოკითხულთა 24 % აცხადებს, რომ კრიმინალის დონე იგივე დარჩა, 9 % მიიჩნევს, რომ კრიმინალის დონე არ შეცვლილა, ხოლო 4% კითხვაზე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე როგორ შეიცვალა, აცხადებს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2/3 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g