“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” NDI კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 63% ამბობს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
კვლევის მიხედვით, 8% -თურქეთს ასახელებს, 5%-აშშ-ს.
NDI-ის კითხვაზე, რომელი ქვეყანა უზრუნველფოს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 30% აშშ-ს ასახელებს, 16% – საქართველოს, 13% – რუსეთს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.