LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

63 წლის მამაკაცს, რომელსაც 15 წლის გოგოსთან სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებიან, პატიმრობა შეეფარდა – თავად ბრალდებული პროცესის გამართვამდე შეუძლოდ გახდა

404
სქესობრივი დანაშაული

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა 63 წლის მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე საავადმყოფოს პალატაში იმსჯელა, რადგან პროცესის დაწყებამდე ბრალდებული ცუდად გახდა.

საქმის მასალებიდან კი დადგინდა, რომ სავარაუდო მსხვერპლი 15 წლის სპეციალური საჭიროების მქონე გოგოა, რომელმაც გამოძიებას ჩვენება მისცა.

ამასთან, სქესობრივ დანაშაულში 63 წლის კაცს ამხელს მეზობელი ქალი, რომელიც გამოძიების „ოქროს მოწმეა.“

„ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულმა დანაშაული წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვადასხვა ქმედებები ჩაიდინა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

თავად დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, ბრალდებულმა დააფიქსირა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და მოსამართლეს უთხრა, რომ ე.წ. ოქროს მოწმესთან მას წარსულში ჰქონდა კონფლიქტი და ის დაჭერით ემუქრებოდა.

„არის არასრულწლოვანი გოგონას ჩვენება, რომელიც წერტილ მძიმეთი ანალოგიურია მოწმის ჩვენებისა“. – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის მამაკაცს 15 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g