ბრიტანელი კინომსახიობი კრისტინ სკოტ ტომასი დაქორწინდა. 64 წლის მსახიობის რჩეული „ბლუმბერგის“ მთავარი რედაქტორი, 62 წლის ჯონ მიკლტვეიტია. ირკვევა, რომ ქორწილი რატლენდის საგრაფოში ჯერ კიდევ გასულ წელს გაიმართა.
ტომასმა ერთ-ერთ პოდკასტში თქვა, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი მას დამ გაუკეთა, რადგან ბებიის მიერ შედგენილი რეცეპტების კრებული წიგნად გამოსცა და აჩუქა.
კრისტინ სკოტ ტომასი 18 წლის მანძილზე ექიმ ფრანსუა ოლივენზე იყო დაქორწინებული და 2005 წელს განქორწინდა. კრსიტინ სკოტ ტომასი ცნობილია ფილმებით „ინგლისელი პაციენტი“, „ლამაზად ცხოვრებას ვერ აკრძალავ“, „კიდევ ერთი ბოლეინის გვარიდან“ და სხვა.