მსოფლიო პანდემიას ებრძვის, – კორონავირუსი ბოლო მონაცემებით 65 მილიონ ადამიანს დამარცხებული აქვს.
დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 91 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.95 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 65 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – დიდი ბრიტანეთია.