შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, დღეის მდგომარეობით, 66 183 ფიზიკურ პირს 424 787 142 ლარი უკვე ჩამოეწერა.
აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა მიმდინარეობს როგორც ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, ასევე პირადი მიმართვის საფუძველზე.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს და პროცესი გულისხმობს იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით ჩამოწერას, რომელიც 2021 წლის პირველ იანვრამდეა წარმოშობილი. განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობაა.