ინტერნეტსივრცეში პოპის დედოფლის, მადონას ფოტოები გავრცელდა. 66 წლის არტისტი კრის როკის დაბადების დღის წვეულებაზე მიემართებოდა. მას თან საქმრო, აკიმ მორისი ახლდა.
ამ დღეს მადონას შავი, მაქმანებიანი კაბა ამშვენებდა და სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ, ის „ფილტრის“ გარეშეც შესანიშნავად გამოიყურებოდა.
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ 66 წლის მადონა მესამედ თხოვდება. მისი რჩეული 38 წლით უმცროსი აკიმ მორისია. 66 წლის მადონა და 28 წლის აკიმი ერთად უკვე ერთი წელია არიან. მათ უკვე ერთხელ დაშორება და შერიგებაც მოასწრეს.
66 წლის მადონა მესამედ თხოვდება, მისი რჩეული 28 წლის აკიმ მორისია
„ჭეშმარიტმა სიყვარულმა გააახალგაზრდავა“ – 66 წლის მადონა ინსტაგრამზე ფოტოების სერიას ავრცელებს


