LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

67 წლის გერი ოლდმენმა რაინდის წოდება მიიღო – ფოტოები ცერემონიალიდან

147
page

ჰოლივუდის ვეტერანმა, გერი ოლდმენმა, 45 წლიანი კარიერის შემდეგ, ოფიციალურად მიიღო რაინდის წოდება. 67 წლის მსახიობს „უინძორის სასახლეში“ თავად პრინცმა უილიამმა გადასცა კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო რაინდის ორდენი.

გერი ოლდმენმა ნამდვილი სიყვარული მეხუთე ცოლთან იპოვა – 64 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე გრძნობებს ვერ მალავდა

ოლდმენს, მაყურებელი იცნობს, როგორც ეკრანზე გარდასახვის ოსტატს. მან თავისი კარიერის განმავლობაში სრულად განსხვავებული პერსონაჟები განასახიერა, დაწყებული ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრით, სერ უინსტონ ჩერჩილით, დამთავრებული Sex Pistols-ის სკანდალური ბასისტით, სიდ ვიშესით.

მისი ერთ-ერთი ბოლო და ყველაზე პოპულარული ნამუშევარია MI5-ის ვეტერანი აგენტის, ჯექსონ ლემბის როლი, სერიალში Slow Horses (Apple TV+), რომელიც მიქ ჰერონის წიგნების სერიას ეფუძნება.

ოლდმენის კარიერის განსაკუთრებული როლებია: ლი ჰარვი ოსვალდი (1991), დრაკულა (1992), ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1994,) ჟან-ბატისტ ემანუელ ზორგი (1997)…

მსახიობი ასევე ცნობილია „ჰარი პოტერში“ სირიუს ბლექის როლით, სწორედ აღნიშნული კინოპროექტით შეიყვარა ის ახალმა თაობამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები