დუშეთში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს განაცხადებით, 1984 წელს დაბადებულმა კაცმა 67 წლის მეზობელზე სექსუალური ძალადობა სცადა.
უწყების ცნობით, დაკავებული პირი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. რ.უ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან ექვს წლამდე.