LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში, შეხვედრის დროა, საუბრის დროა: ზელენსკი

362
volodimir-zelenski_w_h (1)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, მისი თქმით, ომი უნდა დასრულდეს, სხვა შემთხვევაში, როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთის დანაკარგი ძალიან დიდი იქნება.

,,ჩვენ ყოველთვის დაჟინებით ვითხოვდით მოლაპარაკებებს, ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ დიალოგს, ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს მშვიდობისთვის, არა მხოლოდ შემოჭრის 23 დღის განმავლობაში.

მინდა ახლა ყველამ მომისმინოს, განსაკუთრებით მოსკოვში. შეხვედრის დროა, საუბრის დროა, დროა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ რამდენიმე თაობა არ იქნება საკმარისი მის აღსადგენად.

“მოსკოვში, ყირიმის დაპყრობის წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ბევრი სიტყვა გაისმა. დიდი აქცია გაიმართა და ერთ დეტალს მინდა, მივაქციო ყურადღება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში, მიმდინარე აქციაში სულ 200 000-მდე ადამიანი იყო ჩართული. დაახლოებით ამდენივე რუსი ჯარისკაცი უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობდა. წარმოიდგინეთ, 14 ათასი გვამი, ათიათასობით დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი მოსკოვის ამ სტადიონზე. ამ შემოჭრის შედეგად, უკვე ძალიან დიდია რუსეთის დანაკარგი. ეს ომის ფასია. ომი უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, იგი აპირებს, გააგრძელოს სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მიმართვას. მისი თქმით, “მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია”.

“უახლოეს დღეებში, მე გავაგრძელებ მსოფლიოს ერებისთვის მოწოდებას. იგეგმება ჩემი მიმართვა შვეიცარიის ხალხისა და სახელმწიფოსადმი. ასევე იგეგმება მიმართვები ისრაელის, იტალიისა და იაპონიისადმი. მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია. მსოფლიო მხარს უჭერს ჩვენს დამცველებს, უკრაინის დამცველებს”, – დასძინა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები