LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

68 წლის „საძაგელი იხვის ჭუკი“ 75,6 ათას ევროდ გაყიდეს

109

ლეგენდარული Citroen 2CV-ის ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელსაც მეტსახელად „საძაგელ იხვის ჭუკს“ უწოდებენ, პარიზული Osenat-ის აუქციონიდან 75,6 ათას ევროდ გაიყიდა. ამასთან, თავდაპირველად ავტომობილისგან 6-ჯერ ნაკლებს ელოდნენ – დაახლობით 12 000 ევროს.

ავტომობილმა რეკორდი დაამყარა და 2CV-ებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ეგზემპლარი გახდა, რაც კი ოდესმე სავაჭროდ გაუტანიათ. ავტომობილი ნიდერლანდების მუზეუმმა შეიძინა.

გაყიდული იხვის ჭუკი სერიული პარტიიდან ერთ-ერთი პირველია, რომელიც 1949 წელს გამოვიდა. მაშინ სიტროენმა 876 ავტომობილი გამოუშვა, ეს კონკრეტული 2CV კი კონვეირიდან 458-ე გამოვიდა.

ავტომობილი 65 კმ/საათის განვითარებას ახერხებდა.

Citroen 2CV-ის წარმოება 1990 წლს დასრულდა და ამ დროში 5 მილიონი ავტომობილი გამოვიდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები