LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

69 წლიანი ქორწინების სევდიანი დასასრული-წყვილი ერთდროულად,ხელჩაკიდებული გარდაიცვალა

209

წყვილის 69 წლიანი ქორწინების ამბავი სევდიანად დასრულდა, ისინი თითქმის ერთდროულად, ხელჩაკიდებულები გარდაიცვალნენ.

91 წლის აიზეკ ვატკინს ცოლის, 89 წლის ტერეზას გარდაცვალების დროს მისი ხელი ეჭირა, ტერეზა ალცჰეიმერის დიაგნოზი ჰქონდა.

40 წუთის შემდეგ თავად აიზეკიც გარდაიცვალა.

„არ მინდოდა, შეშინებოდათ… თუ ერთად იქნებოდნენ მძიმე წუთების დროს, ეს მათ დაეხმარებოდათ,“ – ამბობს ვატკინების შვილიშვილი დები ჰენდლერი.

წყვილს ერთად სამი შვილი ჰყავდა – კლარა, დანიელი და ლეონარდო, მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ შვილიშვილებთან.

„ტერეზასა და აიზეკის სიყვარული ისეთი ძლიერი იყო, ერთმანეთის გარეშე ვერ იცოცხლებდნენ,“ – განაცხადა მათმა შვილიშვილმა კლარა გესკლინმა.

მისტერ და მისის ვატკინებმა ერთმანეთი არგენტინაში გაიცნეს, დაქორწინდნენ და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდნენ, სადაც აიზეკმა წარმატებულად დაიწყო ხორცპროდუქტების დისტრიბუცია, ტერეზა კი მანიკიურის სპეციალისტად მუშაობდა.

„მათ ყოველთვის უყვარდათ ერთმანეთი, ცხოვრების ბოლო წუთამდე,“- ამბობენ ტერეზასა და აიზეკის შვილიშვილები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g