LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

69 წლის მელ გიბსონი და მისი 35 წლის პარტნიორი, ცხრა წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ – წყვილი განცხადებას ავრცელებს

198
page

69 წლის მელ გიბსონი და მისი 35 წლის პარტნიორი, სცენარისტი, როზალინდ როსი, ცხრა წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა People წყვილის ექსკლუზიურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროა ჩვენი ცხოვრების ამ ეტაპის დასრულება, ჩვენ გვყავს ულამაზესი შვილი და მისთვის საუკეთესო მშობლები ვიქნებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მელ გიბსონი და როზალინდ როსი ერთმანეთს 2014 წელს საერთო მეგობრების მეშვეობით შეხვდნენ. მიუხედავად მათ შორის არსებული 34-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა, წყვილს შორის ურთიერთობა სწრაფად განვითარდა. 2017 წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ლარსი დაარქვეს. ამჟამად ბიჭი რვა წლისაა.

ცნობისთვის, ლარსის გარდა, მელ გიბსონს წინა ურთიერთობებიდან კიდევ რვა შვილი ჰყავს.

„სახელზე უკვე შევჯერდით, ფილმს „ქრისტეს აღდგომა“ ერქმევა. სცენარში წარმოუდგენელი ამბები ხდება“ – „ქრისტეს ვნებანის“ გადაღებები ზაფხულში, იტალიაში დაიწყება – ახალი დეტალები

„აღარ მექნება სანტექნიკასთან დაკავშირებული შემაწუხებელი პრობლემები… საბედნიეროდ ჩემი ქათმები არ გადაქცეულან შემწვარ წიწილებად“ – მელ გიბსონი 14,5 მილიონიანი სახლის გადაწვას იუმორით შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები