69 წლის რიჩარდ გირსა და მის 36 წლის მეუღლეს, ალეჰანდრა სილვას ვაჟი თებერვალში შეეძინათ. ამ დრომდე წყვილი მედიასთან არ გამოჩენილა, შესაბამისად, არც გირის ახლადდაბადებული ვაჟის ფოტო გავრცელებულა. პაპარაცებმა მხოლოდ ახლა, ზაფხულის ცხელ დღეებში მოახერხეს წყვილის გადაღება. გირი და სილვა ამჯერად ტოსკანაში ისვენებენ, სადაც მოხვდნენ კიდეც პაპარაცების ობიექტივში.
ფოტოებზე რიჩარდ გირს ვაჟი ხელში უჭირავს, ალეჰანდრა სილვა კი გირს ფოტოებს უღებს.