LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში 146 ადამიანი დააკავეს – სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ“ – ვახტანგ გომელაური

123
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წლის 7-8 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში 146 ადამიანი დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ.

როგორც გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.

„მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული წესით ჯამში დაკავებულ იქნა 146 ადამიანი. ყველა დაკავებული პირი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ამ საქმეების ნაწილის განხილვა კვლავ გრძელდება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ, მათგან 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებულია პატიმრობა“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები