LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ელექტროქარი 7 წელში – Kia–მ მომავლის ავტომობილების პირველი გამოსახულება გაავრცელა

71
kiamotorsnews

კომპანია Kia–მ დააანონსა ელექტრომობილების სერია, რომელიც 7 განსხვავებული კლასის მოდელისგან შედგება.  თითოეული ელექტრომობილი შემდგომი 7 წლის განმავლობაში უნდა წარადგინონ.

მანამდე კი მწარმოებელმა გაავრცელა პირველი თიზერი, სადაც მომავლის ელექტროქარების სილუეტია ნაჩვენები.

ახალი სერიის შესახებ გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია. „კიამ“ დაადასტურა, რომ პირველ რიგში ბაზარზე ელექტროქარი კოდური სახელით CV გამოვა. ჰეტჩბეკი ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდება და ჯერ–ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მას პლატფორმა E–GMP–ზე ააგებენ. მოდელის სვლის მარაგი სავარაუდოდ 500 კილომეტრი იქნება და მან კონკურენცია Tesla Model 3–ს უნდა გაუწიოს.

რაც შეეხება თიზერს, როგორც ჩანს 7 სიახლიდან მინიმუმ 4 კროსოვერი ან ყველგანმავალი იქნება, ორი ჰეტჩბეკს გავს და ერთსაც სპორტული სილუეტი აქვს.

„კია“ გეგმავს, რომ 2029 წლისთვის გაყიდვების მეოთხედი ელექტრომოდელებს დაუთმოს და მსოფლიო ბაზარზე ერთ–ერთ ლიდერად გადაიქცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g