LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“7% გვაკლია და მივუახლოვდებით იმ ციფრს, რაც პანდემიამდე გვქონდა” – შრომის ბაზარზე თითქმის ყველა მიმართულება გააქტიურებულია

10
unnamed

შრომის ბაზარი ბოლო 1 თვეა აქტიურია. განსაკუთრებით, კი დაწინაურდა ჰორეკა სექტორი.

ამის შესახებ Hr.ge-ს წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა “ბიზნესკურიერის” ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა აქტიურობს რესტორნების მიმართულება, უმეტესწილად კი კომპანიები კადრებს თბილისში ეძებენ.

ამ ეტაპზე საიტზე ფიქსირდება 3000 ვაკანსია.

ინგა შახბაზიანმა ასევე აღნიშნა, რომ წინა წლის აქტიურ პერიოდს რომ შევადაროთ დღევანდელი მდგომარეობა, თითქმის იმ ნიშნულს უახლოვდება რაც გასულ წელს იანვარ-თებერვლის თვეში ფიქსირდებოდა.

“7% პროცენტი გვაკლია და მივუახლოვდებთ იმ ციფრს, რაც პანდემიამდე გვქონდა” – აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.

დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელმა “ფორტუნას” ეთერში ისიც განაცხადა, რომ ერთადერთი სფრო, რომელიც ახლა არ აქტიურობს ტურიზმია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g