7 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თამარ გვერდწითელი სოლოკონცერტს – “ეს სიმღერაა საქართველოსი” გამართავს.
დიდი ხანია, ქართველ მსმენელს მომღერლის მოსმენის შესაძლებლობა არ ჰქონია. ახლახან ის ჯემალ სეფიაშვილის საავტორო საღამოზე გამოჩნდა და მაყურებლის აღფრთოვანება დაიმსახურა თავისი ცოცხალი შესრულებით ორკესტრთან ერთად.
თამარ გვერდწითელის საღამოს მუსიკალურად გააფორმებს, დავით მაზანაშვილის საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი და ბენდი.
ღონისძიებას წარმოგიდგენთ SPARKS.
