LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი იუბილარია

173
მარიკა კვალიაშვილი

ცნობილი კომპოზიტორი, გამორჩეული სიმღერების ავტორი, მარიკა კვალიაშვილი, რომლის შემოქმედება ძვირფასია ქართველი მსმენელისთვის, დღეს იუბილარია.

კომპოზიტორი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

მათ შორის არის ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი.

„ვულოცავ ქალბატონ მარიკას იუბილეს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით! მხნეობასა და წელთა სიმრავლეს ვუსურვებ!“, – წერს ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, კომპოზიტორს 89 წელი შეუსრულდა.

რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა” ულოცავს კომპოზიტორს იუბილეს.

მარიკა კვალიაშვილი 1937 წლის 7 მაისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1956 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საკომპოზიციო).

1961-2006წწ. იყო თბილისის N1 მუსიკალური სკოლის პედაგოგი (თეორიული საგნები); საქართველოს რუსთაველის საზოგადოების კულტურული განყოფილების თავმჯდომარე; დააარსა პროექტი: „ქართული სიმღერის პროპაგანდა“, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა კუთხის დაბა-სოფლებში ქართული სიმღერის პროპაგანდას, ნიჭიერი ბავშვების მოძიებას;

თხზულებებიდან გამოირჩევა: საბავშვო, საესტრადო სიმღერები, მათ შორის: „იანვარიც მოირთვება“, ოდები (მიძღვნილი საქართველოს თითოეული კუთხისადმი), გუნდები;

2010 წელს გაიხსნა მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; იგი ქართული ხალხური სიმღერის ცნობილი შემსრულებლის, მომღერალ მარო თარხნიშვილის შვილიშვილია.

მარიკა კვალიაშვილის თბილისის საპატიო მოქალაქეა, არის წლის საუკეთესო კომპოზიტორი საესტრადო სიმღერებისთვის; ღირსების ორდენის კავალერი; წლის საუკეთესო პედაგოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g