LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მაისს „რესპუბლიკა“ ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“ მასპინძლობს, პროგრამით „ქარაბშა“

113
279772357_729755278046744_8434143904170096471_n

7 მაისს „რესპუბლიკა“ ქართულ ნაციონალურ ბალეტ „სუხიშვილებს“ მასპინძლობს, პროგრამით „ქარაბშა“.

ქარაბშა არის მდგომარეობა, რომელში მყოფ მოცეკვავესაც თავისუფალი მოძრაობისა და იმპროვიზაციის მეტი საშუალება ეძლევა.

ეს არის თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა, რომელიც მოძრაობის, პლასტიკისა და შესრულების მანერის უნიკალურ ესთეტიკას ქართული ფოლკლორიდან იღებს.

„მივხვდით, რომ ახალი ყოველთვის ნამდვილი ძველიდან, ჩვენი საწყისიდან უნდა ვეძებოთ. გვინდა, რომ საბაზო მოძრაობებიდან ამოვიღოთ პირველადი ფოლკლორი და ქართულ ელემენტებზე დაყრდნობით გავხსნათ სხეულის პლასტიკა, მივცეთ მეტი საშუალება იმპროვიზაციას,“ – აღნიშნა ილიკო სუხიშვილმა.

ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი გადაირიცხება უკრაინელი არტისტების მხარდაჭერის ფონდში.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: www.tkt.ge/SukhishvilebiatRepublic

22:00 – Levi Love Disco

00:00 – Sukhishvilebi

01:30 – Levi Love Disco

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g