LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში – შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე

1005
VIII_CSR_Relise_2026

საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება გრძელდება და 8 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დასრულდება. სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე

თუ კრეატიული ინდუსტრია გაინტერესებს და გსურს, კარიერა საერთაშორისო დონეზე განავითარო, ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა. წელს პროგრამაში მნიშვნელოვანი სიახლეა – ბერლინის ნაცვლად, სტიპენდიის გამარჯვებულს Miami Ad School-ის მადრიდის კამპუსი უმასპინძლებს. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ქალაქში სწავლისა და ცხოვრების შესაძლებლობასთან ერთად, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა სრულად ფარავს სწავლის საფასურს.

თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, ღირს თუ არა აპლიკაციის გაგზავნა, გაეცანი 7 მიზეზს, რის გამოც Miami Ad School მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კრეატიულ სკოლად მიიჩნევა.

1. ისწავლი რეალურ პროექტებზე მუშაობით

Miami Ad School-ის სწავლების მოდელი პრაქტიკაზეა დაფუძნებული. 9 თვის განმავლობაში იმუშავებ რეალურ ბრიფებზე, შექმნი კამპანიებს და ააწყობ პროფესიულ პორტფოლიოს, რომელიც მომავალ დამსაქმებლებს შენს შესაძლებლობებს საუკეთესოდ დაანახებს.

2. იცხოვრებ და ისწავლი მადრიდში

მადრიდი დღეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრეატიული ჰაბია. აქ ყოველდღიურად იკვეთება რეკლამის, დიზაინის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროები. სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ სწავლას, არამედ პროფესიული ქსელის შექმნას, ახალი კონტაქტების გაჩენას და ინდუსტრიის პულსთან მუდმივ კავშირს.

3. შეგიძლია აირჩიო შენთვის საინტერესო მიმართულება

სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ შემდეგ მიმართულებებზე:

  • Art Direction
  • Copywriting
  • Creativity & Artificial Intelligence

განსაკუთრებული სიახლეა Creativity & Artificial Intelligence –  პროგრამა, რომელიც გასწავლის, როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტი კრეატიულ პროცესებში და აქციო ის შემოქმედებით პარტნიორად. ეს უნარი დღეს მსოფლიოს წამყვან სააგენტოებსა და კომპანიებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კომპეტენციად ითვლება.

4. ცოდნას ინდუსტრიის პროფესიონალებისგან მიიღებ

ლექციებსა და ვორქშოpებს ატარებენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მსოფლიოს წამყვან სააგენტოებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში. ეს ნიშნავს, რომ სწავლობ არა მხოლოდ თეორიას, არამედ იმ პრაქტიკულ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებსაც ინდუსტრია დღეს იყენებს.

5. სწავლის შემდეგ სტაჟირების შესაძლებლობა გაქვს

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ 6-თვიანი სტაჟირება გაიარონ ესპანეთში. სკოლა აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების სააგენტოებთან დაკავშირებას, ორგანიზებას უწევს Portfolio Review-სა და სხვა ნეთვორქინგ ღონისძიებებს და აცნობს ექსკლუზიურ ვაკანსიებს.

6. კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობენ

Miami Ad School-ის კურსდამთავრებულები დღეს ისეთ კომპანიებსა და სააგენტოებში მუშაობენ, როგორებიცაა Google, TikTok, Meta, Disney, Ogilvy, McCann და სხვა.

სკოლის მონაცემებით, კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლის დასრულებიდან მოკლე დროში ახერხებს დასაქმებას, რაც პროგრამის პრაქტიკულ ღირებულებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

7. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის ღირებულებას

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია ფარავს პროგრამის სრულ საფასურს, რომელიც 8000-დან 10 500 ევრომდე მერყეობს, ასევე სარეგისტრაციო მოსაკრებელს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის და Miami Ad School-ის სტიპენდია ნიკა გუჯეჯიანის ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა და მიზნად ისახავს ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ საერთაშორისო გამოცდილების მიღება, რაც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ კურსდამთავრებულს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარების პროცესში. 

საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

უფრო მეტისთვის ეწვიეთ ბმულს.  

(R)

magti 5g