LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მთავარი მიზეზი, რის გამოც iPhone 7 არ უნდა შეიძინოთ

289

iPhone 7 ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გაჯეტია დღევანდელ მსოფლიოში. ჯერ კიდევ 2 თვის წინ, კომპანია Apple-მა მოწყობილობა სპეციალურ პრეზენტაციაზე  მსოფლიოს წარუდგინა. სმარტფონის კამერის ხარისხი, ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ყველა მოწყობილობა კამერით არ განისაზღვრება. არსებობს მინუსები, რომლის გამოც დივაისი ამ ღირებულებად არ ღირს.

გამოცემა DigitalTrends, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების შეფასებებს აწარმოებს, აქვეყნებს სტატიას ,,ვაშლის’’ ახალი პროდუქტის მინუსების შესახებ.

– პირველი პრობლემა, რომელიც სმარტფონის შექმნისას ამერიკულ გიგანტს ნამდვილად არ უნდა დაეშვა 3.5 მმ-იანი ყურსასმენების ჯეკის გაქრობაა. აღნიშნული ფაქტი უდიდესი იმედგაცრუება იყო ყველა მელომანისთვის, რომელსაც მაღალხარისხიანი მუსიკის მოსმენისთვის ძვირადღირებული ყურსასმენები (როგორებიცაა Beats, JBL და ა.შ.) ჰქონდა შეძენილი. ამერიკული კომპანია აღნიშნულის საპირწონედ Bluetooth ყურსასმენების შეძენას გვთავაზობს, რაც სმარტფონის გამოყენებისას არსებულ გამოსხივებას ორჯერ ზრდის. შესაბამისად, რადიო დასხივების თავიდან ასარიდებლად ყურსასმენების კვლავ ადაპტერებით გამოყენებაა რჩება ერთადერთ ალტერნატივად, რაც ძალიან მოუხერხებელია.

უამრავმა სატირულმა გამოცემამ, რომელიც Hi-tech სიახლეებით არც კი ინტერესდება, გულგრილი არ დატოვა აღნიშნული ფაქტი და ,,ვაშლი’’ მკაცრად გააკრიტიკა.

– მეორე პრობლემა მაღალგრაფიკული აპლიკაციებისა და თამაშების გაშვებისას iPhone-ის უკანა მხარიდან მომავალი უცნაური ხმაა, რომელსაც სავარაუდოდ პროცესორის დატვირთვა განაპირობებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად არანაირი გზა.

მესამე პრობლემა Airplane Mode-ს უკავშირდება. როცა iPhone 7-ის მფლობელი თვითმფრინავით მგზავრობისას Airplane Mode-ს ირჩევს, ფრენის დასრულების შემდეგ, სტანდარტულ რეჟიმში დაბრუნებისას, გაჯეტს ქსელის მიღებასთან აქვს პროლემები. კერძოდ, სჭირდება რესტარტი, ხანდახან Reset-იც კი. Apple-ი ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს აღნიშნულ პრობლემაზე რაც შესაძლოა ოპერაციული სისტემის განახლებებთან ერთად გამოსწორდეს.

მეოთხე პრობლემა ბატარეას უკავშირდება, რომელიც მკვეთრად შეუსაბამოა დღევანდელ ტენდენციებთან. მიუხედავად iPhone 7 Plus-ის 2900 მილიამპერ/საათიანი ბატარეისა, პროცესორის, კამერისა და დისფლეის ენერგომოხმარება ძალიან ცუდად აისახება მის ხანგრძლივობაზე. ეს ის პრობლემაა, რომელსაც ,,ვაშლი’’ წლებია ებრძვის და ჯერ კიდევ ვერ მოაგვარა. სავარაუდოა, გაჯეტის აწყობისას, მსგავსი პრობლემა მწარმოებელს იმიტომ ექმნება, რომ დივაისის სითხელეს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს.

მეხუთე პრობლემა პირველსა და მეოთხე პრობლემას აერთიანებს. მიუხედავად Apple-ის ახალი ტიპის ყურსასმენების მაღალი ხარისხის ჟღერადობისა, როგორც ჩანს უდიდეს მინუსი ამ შემთხვევაში EarPods –ის ბატარეებს უკავშირდება. უდროო დროს შეწყვეტილი მუსიკის სმენა სწორედ ის ლაფსუსია, რაც დასამუხტ Bluethooth ყურსასმენებს ახასიათებთ.

მეექვსე პრობლემა გაჯეტის ხმას უკავშირდება. მოწყობილობის ხმის აწევისა და დაწევის ღილაკები, ხმოვანი პანელის გამოტანისას არ მუშაობს. საუბარია ამოსრიალებად პანელზე, რომელიც მხოლოდ თაჩ-კონტროლს ექვემდებარება.

მეშვიდე პრობლემა ყველაზე სახალისო და ამავდროულად ტრაგედიაა მათთვის, ვისთვისაც მობილური ტელეფონის მთავარი დანიშნულება – დარეკვა ჯერ კიდევ ტოპ პირველი ფუნქციაა. საუბარია ხმის ხარისხზე. მოწყობილობის უამრავმა მფლობელმა უკვე გააგზავნა რეპორტი ,,ვაშლის’’ ტექნიკურ სამსახურთან, რომელშიც აღწერილია პრობლემა გაჯეტებში ჩვეულებრივ GSM ან 3G საუბრისას, შემომავალი ხმის წყდომასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, აღნიშნული პრობლემა დაკავშირებულია მოწყობილობის პროგრამულ მხარესთან, რომელიც შეიძლება მოგვარდეს შემდეგ განახლებებში.

ყველა ამ მინუსის გათვალისწინებით, თქვენ განსაზღვრეთ ღირს თუ არა 900$-ზე მეტის გადახდა iPhone 7–ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები