თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე იმსჯელებენ. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩატარდება.
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის თქმით, დაესწრება თუ არა სააკაშვილი პროცესს, ეს მის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდებულმა წინა სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა, რომ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით ბრალეულობა არ აქვს.