საოპერო შემსრულებელი მიშა ქირია სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რაოდენ წარმატებულები არიან საზღვრებს გარეთ ოპერის ქართველი მომღერლები:
„შევეჩვიეთ ქართველი საოპერო მომღერლების საერთაშორისო წარმატებას!..
დღეს, სალომე ჯიქია ლოზანაში მღერის როსონის ოპერა “თურქი იტალიაში”, ფიორილას პარტიას.
დღეს, ნინო მაჩაიძე სალერნოში მღერის, ლეონკავალოს ოპერაში “ჯამბაზები” ნედას პარტიას.
დღეს, ხათუნა ჭოხონელიძე არკონოსკის ფესტივალზე მღერის, ვერდის ოპერაში “აიდა”, აიდას პარტიას.
დღეს, ოთარ ჯორჯიკია ფრანკფურტში მღერის, ვერდის ოპერაში “დონ კარლოსი”, დონ კარლოსის პარტიას.
დღეს, ნიკოლოზ ლაგვილავა ტულონში მღერის ვერდის ოპერაში “რიგოლეტო”, რიგოლეტოს პარტიას.
დღეს, მიშა ბახტაძე ბერლინში მღერის, პუჩინის ოპერაში “ჯანი სკიკი” ბეტო დი სინიას პარტიას.
დღეს, თქვენი მონა მორჩილი მიშა ქირია ბერლინში მღერის, პუჩინის “ტრილოგიაში” მიკელეს და ჯანი სკიკის პარტიებს.
თუ ვინმე გამომრჩა, წინასწარ ბოდიშს ვუხდი.
წარმატებები ჩემს ძვირფას მეგობრებს და კოლეგებს.
ჩასწორება: ასევე დღეს, თბილისის ოპერის თეატრში ვერდის ოპერის “ბედის ძალა” პრემიერაა. წარმატებები ყველა მონაწილეს და მთელს სტაფს“.