სუსხიანი ზამთრის დღეები ბევრ ადამიანს ართმევს ხალისს, სახლში ყოფნასა და არაფრის კეთებისკენ უბიძგებს. ხასიათის გაუმჯობესება თითქოს პირდაპირ კავშირშია მზის სხივებთან, მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, როცა ბნელ, წვიმიან და ცივ დღეებში გვიწევს ცხოვრება?
- ვარჯიში
განაწყვე თავი სასეირნოდ, ეწვიე აუზს, წადი დარბაზში. ვარჯიშს ანტიდეპრესანტის მსგავსად შეუძლია მოქმედება და დეპრესიასთან ბრძოლის უებარ წამალს წარმოადგენს.
- შეამოწმე D ვიტამინის დონე
მზის შუქი D ვიტამინის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და ემოციურ ჯანმრთელობასთანაც პირდაპირ კავშირშია. ამიტომ ცუდი არ იქნება თუკი ექიმს მიაკითხავთ და თქვენთვის აუცილებელ D ვიტამინის დონეს დაადგენთ.
- სინათლის თერაპია
გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რათა დღის შუქი მიიღოთ. იმუშავეთ ფანჯარასთან ახლოს, გაისეირნეთ სანამ დღეა, გამოიყენეთ ხელოვნური განათებაც.
- ჯანსაღი საკვები
სწორ რაციონს პირდაპირი კავშირი აქვს თქვენს ენერგიულობასთან. ხილსა და ბოსტნეულს უკეთესი განწყობის შექმნა და ზოგადად, ჯანმრთელობის გაუმჯობესებაც შეუძლია.
- გაიხალისე თავი ფერებით
ბევრ ადამიანს კედლების ღია ფერებში შეღებვა ბედნიერებას ანიჭებს. როგორც ფსიქოლოგთა ნაწილი ფიქრობს, განწყობის გაუმჯობესება ფრჩხილებისთვის ღია ფერის ლაქის შერჩევასაც კი შეუძლია.
- მიაშურე მზიან კლიმატს
თუკი ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ, აუცილებლად წადით სადმე – სადაც თბილი კლიმატი და მზე დაგხვდებათ.
- პროფესიონალური თერაპია
პროფესიონალს შეუძლია, რომ პოზიტიურ აზროვნებაში დაგეხმაროთ და თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გააუმჯობესოს.