LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საშიში მითი გრიპის შესახებ

437
flu+generic+mgn

გრიპი ეს არ არის ბანალური გაციება ან სტანდარტულად მიმდინარე  ვირუსული ინფექცია. გრიპს შესაძლოა უამრავი გართულება ახლდეს თან და მეტიც, შესაძლოა, შედეგი იყოს ლეტალურიც.

გთავაზობთ, გრიპთან დაკავშირებთ გავრცელებულ მითებს.

1. ანტიბიოტიკები გვეხმარება გრიპის ვირუსის განადგურებაში

გრიპი არის ვირუსული ინფექცია, ანტიბიოტიკები მასთან ბრძოლაში უსარგებლოა. ეს პრეპარატები ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ავადმყოფობა გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით. ასე რომ, მათი მიღებით თქვენ მხოლოდ სასარგებლო ბაქტერიებს კლავთ.

2.პირბადე უნდა ატაროს მხოლოდ დაავადებულმა

დამცავი საშუალება ასევე, უნდა გამოიყენოს ჯანმრთელმა ადამიანმა, ასე შექმნით დამატებით ბარიერს ინფექციისათვის.

3.თუ იავადმყოფეთ წინა წელს, ამ წელს აღარ განმეორდება

ვირუსს ახასიათებს მუტაცია, ამიტომ გრიპი მუდმივად იცვლება. ამ მიზეზით აუცილებელია გაიკეთოთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სტაბილურად წელიწადში ერთხელ.

4.თუ არ გაქვთ სიმპტომები, არ ხართ გრიპის გადამტანი

თქვენ ხდებით საშიში გარშემომყოფთათვის ორი დღის განმავლობაში, პირველი სიმპტომების გამოვლენამდე. სასურველია 5 დღე არ ეკონტაქტოთ არავის. ზუსტად ამ დროში ვხდებით დაავადების გადამტანები.

5.გრიპი – ეს ადვილად გადასატანი დაავადებაა

ბევრი ადამიანი ადვილად უყურებს საკუთარ ჯანმრთელობას, ისინი არ მიდიან ექიმთან , არ მკურნალობენ რეკომენდირებული წამლებით. თუმცა გრიპი შესაძლოა რთულ ფორმებში მიმდინარეობდეს და ძალიან გართულდეს.

6.გრიპით დაავადება მხოლოდ ზამთარშია შესაძლებელი

გრიპი ნებისმიერ დროს შეიძლება შეგვხვდეს და არ არის დამოკიდებული სეზონზე, თუმცა ზამთარში უფრო მასობრივ ხასიათს ატარებს.

7.გრიპის ვაქცინამ შესაძლოა გამოიწვიოს ავადმყოფობა

თუ თქვენ გაიკეთეთ ვაქცინა და ხართ ჯანმრთელი იგრძნობთ მსუბუქ სისუსტეს, რომელიც მალე გადის, ვირუსი ძალიან სუსტია და არ შეუძლია თქვენს იმუნიტეტთან ბრძოლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g