7 სექტემბერს – Spacehall კუს ტბაზე – MONO HALL-ისა და MONUMENT-ის ორგანიზებით – FCKNG Serious ლეიბლის შოუქეისის ფარგლებში, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი გერმანელი არტისტი – Boris Brejcha დაუკრავს.
მისთვის მკაფიოდ დამახასიათებელი მუსიკალური სტილის „High-Tech Minimal” გარდა, რითიც მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა მასშტაბურ საკლუბო თუ საფესტივალო ღონისძიებებზე შეკრებილ მსმენელს ამახსოვრებს თავს, მის გამორჩეულობას ასევე ხაზს უსვამს ბრაზილიური კარნავალის სტილში შექმნილი ჯოკერის ნიღაბი, რომელსაც არტისტი ლაივ აქტების დროს მუდმივად იყენებს.
შოუქეისის ფარგლებში მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან, FCKNG Serious ლეიბლის არტისტები: Moritz Hofbauer და Frieder & Jakob.
მაგიდების დასაჯავშნად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 593 972 929