LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7-სულიანი ოჯახი ვეღარ ახერხებს ღამის გათევას საკუთარ სახლში“ – თენგო ონიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

594
თენგო ონიანი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში მცხოვრებ თენგო ონიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება – 18 აპრილს, 7-წევრიან ოჯახს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა და ღამის გათევა მეზობლებთან უწევს.

ოჯახის დახმარების მიზნით, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს თენგო ონიანის მეგობარი, კახი მენაბდე, რომელიც „ფორტუნას“ მომხდარისა და ოჯახის მდგომარეობის შესახებ უყვება:

„ხანძარი სახლში წითელ პარასკევს, საღამოს გაჩნდა. შედეგად სახლის მეორე სართული და სახურავი მთლიანად დაზიანებულია. საძინებლებიც სწორედ მეორე სართულზე იყო განთავსებული, სადაც ყველაფერი დაიწვა. შედარებით უკეთ შენარჩუნდა პირველი სართული, მაგრამ საწოლები არ აქვთ. ოჯახს, სავარაუდოდ, სულ მცირე, 100 000 ლარის ზიანი მიადგა. ამჟამად, ისინი მეზობლებთან და ახლობლებთან ათევენ ღამეს“, – უთხრა „ფორტუნას“ კახი მენაბდემ.

კახი მენაბდე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს:

„კარგ ადამიანს, შემოქმედელ თენგო ონიანს, სახლში ხანძარი გაუჩნდა. ამ მძიმე შემთხვევის შედეგად, მისი 7 სულიანი ოჯახი ვეღარ ახერხებს ღამის გათევას საკუთარ სახლში.

ვიცი, ბევრს გვინდა გავუწოდოთ დახმარების ხელი. ვისაც შესაძლებლობა და სურვილი გაქვთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები: თენგიზ ონიანი

საქართველო – #GE53BG0000000305002000

თიბისი – #GE28TB7508545064300010 “, – წერს კახი მენაბდე.

კარგ ადამიანს, შემოქმედელ თენგო ონიანს, სახლში ხანძარი გაუჩნდა. ამ მძიმე შემთხვევის შედეგად, მისი 7 სულიანი ოჯახი ვეღარ…

Posted by Kakhi Menabde on ორშაბათი, 21 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g