LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი დაფიქსირდა

140

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 351 ფაქტი გამოავლინეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი – 78 ფაქტი გამოვლინდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის  მასშტაბით 48 ფაქტი დაფიქსირდა, დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში – 51 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის  ტერიტორიაზე – 37 ფაქტი, კახეთის მასშტაბით – 18 ფაქტი, აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში- 33 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთის  ტერიტორიაზე – 18 ფაქტი, ხოლო თბილისში 68.

2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების 49 ფაქტი გამოავლინდა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 80 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 35-ჯერ დაფიქსირდა და ითვალისწინებს ჯარიმას 120 ლარის ოდენობით.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების) ღია წესით დაწვა 200 ლარის საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს და ასეთი დარღვევის 21 ფაქტი დაფიქსირდა. ხოლო, მუნიციპალური სახიფათო ნარჩენების (მათ შორის საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესითდაწვის 41 ფაქტია გამოვლენილი , რაც 500 ლარიან საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g