LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა

1190
Untitled

აღაიანში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განაცხადა, რომ აღნიშნული ექსპერტიზა ადგენს პირის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, შესაძლო დაზიანებებს და ა.შ. რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, მოგვიანებით დაინიშნება.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჩაუტარდა სასამართლი-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის პასუხებიც ბუნებრივია დღეს ვერ იქნება, რაც შეეხება ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, ჩატარდება შესაბამისი პროცედურების შემდეგ, მოგეხსენებათ, ფსიქიატრიული ექსპერტიზა გორში ვერ ჩატარდებოდა, ტარდება სოფელ დიღომში მდებარე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში”, – განაცხადა ქეთევან გაგოევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები