LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვის ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე… მე ვირჩევ აცრას: ანიტა რაჭველიშვილი

111
anita

„28 კვირის (7 თვის) ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე… მე ვირჩევ აცრას“, – ამის შესახებ ცნობილი საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ პირველ დოზას ხვალ გაიკეთებს.

„28 კვირის (7 თვის) ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე. ძალიან ბევრი ორსული ქალი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს! მე ვირჩევ აცრას ( ჩემი ექიმის რეკომენდაციითაც) და მიხარია რომ ხვალ ფაიზერის პირველ დოზას გავიკეთებ ჩემს საქართველოში!“, – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები