LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 წელი მინდოდა ამ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება… როგორც კი დამთავრდა ევროვიზია, მაშინვე წავედი სტამბოლში, მივხვდი რა არის ჩემი პრობლემა“ – ნუცა ბუზალაძე

906
ნუცა ბუზალაძე ევროვიზია

„ჯერ არ ვარ მზად ამისთვის, რომ ვთქვა, რისი ოპერაცია გავიკეთე, თუმცა აუცილებლად ვიტყვი, მაშინ როცა საბოლოო შედეგი იქნება“ – ამის შესახებ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ისაუბრა.

ნუცას გადაცემაში „დღის პოსტი“ წამყვანმა იმ პლასტიკურ ოპერაციაზე დაუსვა კითხვა, რომელიც მომღერალმა ცოტა ხნის წინ, თურქეთში გაიკეთა.

ნუცა ბუზალაძე ამბობს, რომ 7 წელი სურდა ამ ოპერაციის გაკეთება, თუმცა ძალიან ეშინოდა. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ევროვიზიის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ კონკურსის შემდეგ გადაწყვიტა, თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაციის დაგეგმვა:

„ჯერ არ ვარ მზად ამისთვის, რომ ვთქვა რისი ოპერაცია გავიკეთე, თუმცა აუცილებლად ვიტყვი, მაშინ როცა საბოლოო შედეგი იქნება. 7 წელი მინდოდა ამ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს, იმდენად მეშინოდა ოპერაციების. შემდეგ ვიფიქრე, რომ მე ეს აშკარად მაწუხებს, კარიერაშიც აშკარად. კი ვჩანდი ევროვიზიის სცენაზე ძალიან თავდაჯერებული, მაგრამ ასი პროცენტით ის არ ვიყავი, ვინც უნდა ვიყო. როგორც კი დამთავრდა ევროვიზია მაშინვე წავედი სტამბოლში, მივხვდი რა არის ჩემი პრობლემა. ოპერაცია 4 საათიანი იყო. როგორც კი ეს ოპერაცია გავიკეთე, ბედნიერი და ამაყი ვიყავი, რომ გადავდგი ეს ნაბიჯი“ – ამბობს ნუცა ბუზალაძე.

„ბედნიერი ვარ, რომ გავბედე და გადავდგი ეს ნაბიჯი“: ნუცა ბუზალაძემ თურქეთში ოპერაცია გაიკეთა – როგორ გრძნობს თავს მომღერალი

🙏🔹 ძალიან მეხმარება ლოცვა და რწმენა…

🙏🔹 ძალიან მეხმარება ლოცვა და რწმენა… 🔹 7 წელი მინდოდა ამ პლასტიკური ოპერაციის გაკეთება… 🔹 ევროვიზიაზე არ ვიყავი ისეთი თავდაჯერებული… 🔹აგვისტოში სუნამოს ვუშვებ… სუნამოს სურნელი საფრანგეთში დამზადდა, დიზაინი კი ამერიკაში… #ნუცაბუზალაძე

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები