LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 წელია, გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, ყოველ წუთს ბრძოლაშია“ – გიორგი გველესიანის დედა ფეხბურთელის შესახებ

1343
გიორგი გველესიანი

ჟურნალი „გზა“ ახალ ნომერში აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრთან, გიორგი გველესიანის დედასთან, ლელა გრძელიშვილთან, რომელიც იმ სირთულეების შესახებ საუბრობს, რაც ირანში თამაშისას მის შვილს შეხვდა:

„გიორგი საოცრად მშრომელია. 7 წელია, გადახვეწილია ირანში, წარმოუდგენელ სიძნელეებს გაუძლო, ყოველ წუთს ბრძოლაშია. თუ გინდა, ამ სპორტში კარგი იყო, წუთითაც არ უნდა მოდუნდე.

თავიდან დიდი პრობლემა იყო ენის ბარიერი, იქ ინგლისური არ იციან, გიორგიმ მათი ენა არ იცოდა და ვერაფერს აგებინებდა. კაფეში მენიუ მხოლოდ სპარსულ ენაზე იყო. სულ ერთ კაფეში შედიოდა და ერთ კერძს იღებდა. ბოლო წლებში სპარსული ენა შეისწავლა. 7 წლის განმავლობაში 4 გუნდი გამოიცვალა. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მაღალი დონის გუნდში გადადიოდა და ახლა „პერსოპოლისში“ თამაშობს, რომელიც ირანის ჩემპიონი ორჯერ გახდა…“

ვიდეო: რონალდოს შეხვედრა გიორგი ქოჩორაშვილთან: „11 წლის შემდეგ, ქოჩორა vs რონალდო!“

„ჰიმნზე როცა დგახარ, ყველანაირი შინაგანი ემოცია ერთიანად გაწვება.. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრძნობაა საფეხბურთო ისტორიაში“ – ზურიკო დავითაშვილის ემოციები ევროპის ჩემპიონატზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g