უკანასკნელ პერიოდში ხშირად ვიგებთ სხვადასხვა ცნობილი მუსიკალური არტისტების შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გრანდიოზული დაბრუნების შესახებ.
სულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა მუსიკოსმა, ალანის მორისეტიმ, ახალი ალბომი დააანონსა, რომელიც გაყიდვაში 1-ელ მაისს ჩაეშვება, მანამდე კი არტისტი ახალ კომპოზიციას, Reasons I Drink და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს, რომელიც, ბუნებრივია, მის ახალ ალბომში იქნება წარმოდგენილი. ეს 7 წლიანი პაუზის შემდეგ, 7 „გრემის“ მფლობელი არტისტის პირველი ნამუშვარია.
შეგახსენებთ, ალანის მორისეტი ცნობილი 1995 წლის ნამუშვრით, Jagged Little Pill გახდა.
