LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის, ქუთაისში 65 წლის მამაკაცი დააკავეს

180
1

ქუთაისში, მოზარდის გაუპატიურების მცდელობისთვის, 65 წლის მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. მამაკაცმა შვიდი წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. მომხდარის შესახებ კი არასრულწლოვანმა ოჯახს აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გამოიძახეს.

დაკავების ფაქტი “ფორტუნას” დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება დაწყებულია 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები