LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“70 000-ის საქონელი მქონდა, არაფერი გადარჩა,” – დაზარალებული მოვაჭრეები “ფორტუნასთან” საუბრობენ

52146403_316103585709743_750114260129939456_n

სადგურის მოედანზე, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა, მოვაჭრეები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, დამწვარი საქონლის რაოდენობა ბევრი არ არის, თუმცა საწყობში არსებული ტანსაცმლისა და სხვა ნივთების უმეტესობა გადასაყრელია.

მოვაჭრეების განცხადებით, წყლის ჭავლი და არსებული კვამლი საქონელს უვარგისს ხდის.

“70 000-ის საქონელი მქონდა, არაფერი გადარჩა. კიდევ კარგი, რომ დღე იყო,”- აცხადებს თამაზ გოგოხია, რომელსაც სავაჭრო ცენტრში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა.

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

დაიწვა 200-250 კვადრატული მეტრის ფართობი. ცეცხლი სასაწყობე ფართს გაუჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g