LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70-ანი წლების ვარსკვლავები

130

70-იანმა წლებმა ავტოინდუსტრიას არაერთი ისეთი ავტომობილი დაუტოვა, რომლებმაც სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი კლასიკური ავტომობილების და ლეგენდების საპატიო სიაში. მათგან ზოგიერთის მწარმოებელი კომპანია ისტორიის კუთვნილება გახდა. ზოგი კი გადარჩა და იმ ლეგენდების შთამომავლებს ახლაც აწარმოებს.

იმ დროის მოდას ორი ეპოქის გასაყარი განსაზღვრავდა. ნავთობის პირველმა კრიზისმა ავტოინდუსტრიას პრაგმატიზმის აუცილებლობა დაანახა. მათ დაიწყეს ფიქრი საწვავის ეკონომიაზე და აეროდინამიკაზე. დღეს ამის გარეშე ავტომობილის შექმნა წარმოუდგენელია. მაშინ კი ახალი ხილი იყო. გამოჩნდა ახალი ფორმები, სტილი და გემოვნება. მოკლედ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპოქა იყო. ქვემოთ 

ამ ეპოქის რამდენიმე გამორჩეულ პერსონაჟს გაგაცნობთ.

Plymouth Superbird (1970 წელი)

„პლიმუტი“ დიდი ხანია, „კრაისლერის“ ოჯახმა დაივიწყა, მაგრამ ეს ავტომობილი და მისი ნათესავი „დოჯ ჩერჯერ დეიტონა“ ისტორიაში შევიდა იმით, რომ არიან პირველი სერიული ავტომობილები, რომლებიც ანტი ფრთებით აღიჭურვა. დახვეწილი აეროდინამიკა 425-ცხენისძალიან „სუპერჩიტს“ 300 კმ/სთ სიჩქარის მიღწევის საშუალებას აძლევდა. ეს კი იმ დროს ბევრ სუპერ ავტომობილსაც კი არ შეეძლო.

Maserati Bora (1971)

ეს შუაძრავიანი სუპერ ავტომობილი, „ჯუჯაროს“ მიერ შემუშავებული დიზაინით და 310-ცხენისძალიანი V8 ძრავით გამოირჩეოდა.

Lamborghini Countach (1974)

ეს კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერ ავტომობილია. ის იმითაც არის აღსანიშნავი, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელთა საფირმო ნიშანი – გილიოტინას ტიპის კარი პირველად სწორედ მასზე დააყენეს.

Ferrari 512 BB (1973)

შესაძლოა, გარეგნულად ეს ავტომობილი „კოუნტაჩზე“ ნაკლებ ყურადღებას იქცევდა, მაგრამ თავისი ოპოზიტური 12-ცილინდრიანი ძრავით (360 ცხენის ძალა), მასზე სწრაფი იყო.

Porsche 911 Turbo (1975)

ეს ავტომობილი სპეციალურად, გერმანული ავტობანებისთვის შეიმუშავეს. ის არის პირველი მასობრივი ავტომობილი ტურბო ძრავით. არადა, თავიდან მისი შეზღუდული რაოდენობით წარმოება იგეგმებოდა.

BMW M1 (1978)

ბავარიული კომპანიის ისტორიაში ეს ერთადერთი სუპერ ავტომობილია. მას ბრენდის ფანები დღესაც მისტირიან და მის შთამომავალს ელიან, მაგრამ გავიდა ათწლეულები და შემცვლელი კვლავაც არ ჩანს. თუმცა მასზე (ახალ M1-ზე) ლამის ყოველწლიურად ახალ ამბებს გაიგებთ. ჰო მართლა, BMW M1-ს შემუშავებაში მონაწილეობა „ლამბორგინის“ სპეციალისტებსაც მიუღიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები