LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70%-მდე ფასდაკლება მაღაზიაში ”Baldi“

1090

მაღაზია „Baldi” მომხმარებელს 70%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ფასდაკლებულ კოლექციაში შედის როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ფეხსაცმელები.

მისივე თქმით, კოლექციაში კერძოდ შედის ზამთრის ფეხსაცმლის თითქმის ყველანაირი მოდელი, მათ შორის: ჩექმები, შუზები, ბოტები და გამოსასვლელი, კლასიკური ფეხსაცმელები.

გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული ფეხსაცმელები ნატურალური ტყავისგან მზადდება, ხოლო პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის.

”ჩვენს მაღაზიას მალე შემოემატება საგაზაფხულო კოლექციაც, რომელიც ასევე მრავალფეროვანი იქნება”, – აღნიშნა მენეჯერმა.

მაღაზიას ამ ჟამად ოთხი ფილიალი აქვს: პეკინის N4, აღმაშენებლის N104, რუსთაველის N36 და ჭავჭავაძის N34.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები