გოლდი ჰოუნმა ახალი ფოტოები თავად განათავსა Instagram-ზე. მსახიობი ამჯერად ჰავაიზე იმყოფება, სადაც ემი შუმერთან ერთად ახალ ფილმში იღებს მონაწილეობას. გადაღებების პარალელურად ჰოუნი ფანტასტიკურად ერთობა და თავისუფალ დროს ველოსიპედით სეირნობს. შავ ტოპსა და მოკლე კაბაში გამოწყობილი მსახიობი 20 წლის გოგონას უფრო ჰგავს.
აღსანიშნავია, რომ ესა არის პირველი როლი გოლდი ჰოუნისთვის 14 წლიანი პაუზის შემდეგ. მსახიობის განცხადებით, ის ბედნიერია, რომ ემი შუმერთან უწევს მუშაობა.