LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 წლის შერის ასაკის კვალი არ ეტყობა (ფოტო)

732

ცნობილი სომეხი მომღერალი შერი ფოტოგრაფებმა საფრანგეთის French Riviera-ზე სეირნობისას გადაიღეს. 70 წლის ოსკაროსანი მსახიობი და მომღერალი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა, მეგობრებთან ერთად სეირნობდა და ნაყინს მიირთმევდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ასევე სასამართლო პროცესი საფინანსო კომპანიასთან. ჩანს, რომ ამის მიუხედავად შერი თავს კარგად გრძნობს.

სანაპიროზე სეირნობისას 70 წლის ვარსკვლავმა შესაბამისი ანსამბლი შეარჩია. შერის შავი კლასიკური შარცვალი და თეთრი ჟილეტი ეცვა. დამატებითი აქსესუარის სახით კი გრძელი შარფი ჰქონდა მოხვეული. მიუხედავად იმისა, რომ შერის მზის სათვალე ეკეთა, მისი ცნობა მაინც არავის გაძნელებია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g