სიუზან სარანდონი ვენეციის კინოფესტივალის გამორჩეული და საპატიო სტუმარი გახდა. 70 წლის მსახიობი ღონისძიებაზე პაოლო ვირძის ახალი ფილმის – „დღესასწაულის ძიებაში“ პრემიერაზე იმყოფებოდა.
ვარსკვლავი, რომელსაც მომავალ თვეში 71 უსრულდება, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა: მას Hugo Boss by Jason Wu-ს ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტეთი და გვერდებზე ჭრილებით.
სარანდონის იმიჯით გარშემომყოფები აღფრთოვანდნენ.

