LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუბლინში სუფთა და ბინძურ ქუჩებს გაარკვევენ

63
capel-two-

დუბლინში იმ ქუჩების რუკას შეადგენენ, სადაც ჰაერი ყველაზე ნაკლებადაა დაბინძურებული.
ჰაერის ხარისხს ირლანდიის დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილის გამოყენებით გაზომავენ. უნიკალური მონიტორინგის შედეგად გაჩნდება სპეციალური რუკა, სადაც ყველაზე სუფთა და ყველაზე ბინძური ქუჩები გამოიყოფა.

ეს რუკა ინტერნეტში გამოქვეყნდება და პერიოდულად განახლდება ხოლმე.
სატესტო ელექტრომობილი სპეციალური გადამცემებით იქნება აღჭურვილი და დუბლინის უბნებში გამონაბოლქვის დონეს გაზომავს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას ევროკავშირი 2050 წლისთვის გეგმავს და მანამდე მთელი რიგი „მწვანე“ პროგრამები გატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები