LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ ვცნობთ ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთს, აფხაზეთს, ლუგანსკსა და დონეცკს – ყაზახეთის პრეზიდენტი

1489
ტოკაევი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, მისი სახელმწიფო არ ცნობს ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რადგან ერების თვითგამორკვევის პრინციპის ფართოდ გამოყენებამ შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„გამოთვლილია, რომ ერების თვითგამორკვევის უფლება რეალურად თუ განხორციელდება მსოფლიოში, მაშინ 193 სახელმწიფოს ნაცვლად, რომლებიც ამჟამად გაერო-ს წევრები არიან, დედამიწაზე 500-ზე ან 600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება. რა თქმა უნდა, იქნება ქაოსი. ამ მიზეზით, ჩვენ არ ვცნობთ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს.

და, როგორც ჩანს, ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, ლუგანსკი და დონეცკი არიან“, – განაცხადა თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g