LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებლობების ფანჯარას „ვმაზავთ“ და კიდევ როდის გაჩნდება, კაცმა არ იცის – ზურა ჯაფარიძე

39
ზურაბ ჯაფარიძე

თუ ოპოზიციაში კიდევ ვიღაცას ექნება განწყობა, რომ იგივე პროცესში შევიდეს „ოცნებასთან“, რაშიც შევედით 2021 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მოლაპარაკების პროცესში, თავზე გადაგვახიეს შეთანხმება ჩვენც, ევროპელებსაც, შეცდომას დაუშვებს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა და ამით უპასუხა კითხვას, მზად არის თუ არა ოპოზიცია ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, ევროკომისიის პუნქტების შესასრულებლად.

„არ მჯერა, რომ ოპოზიცია კიდევ შეჰყვება ამ თამაშში „ოცნებას“, რაღაცები შესრულდეს, მაგალითად 12 პუნქტიდან 8-ში რაღაც ტექნიკურად გაასწორონ, ამის შედეგად კი, ძალაუფლება კიდევ შეინარჩუნოს. ვერ ვხედავ ამ მომენტისთვის ასე განწყობას, მაგრამ თუ ეს განწყობა კიდევ ვიღაცას ექნება, რომ იგივე პროცესში შევიდეს, რაშიც ჩვენ შევედით 2021 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მოლაპარაკების პროცესში, თავზე გადაგვახიეს შეთანხმება ჩვენც, ევროპელებსაც და კიდევ ერთხელ ამას შეჭამს, შეცდომას დაუშვებს. თუ ვინმეს ამ ქვეყანაში ბერკეტები აქვს, რომ [ევროკომიის მოთხოვნები] შეასრულოს, ეს არის ივანიშვილი. არაფერში სჭირდება ჩემი დახმარება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, თუ როგორ განვითარება ქვეყანაში პროცესები, ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიციური ფლანგი როგორ დალაგდება, რამდენად შეძლებს გაანეიტრალოს ზიზღი, შიშები, მათ შორის პასუხი გასცეს ბევრ გამოწვევას, რაზეც ადამიანებს კითხვები აქვთ, რა იქნება შემდეგ, როგორ იქნება და ა.შ. აქედან პასუხი უნდა გაეცეს, რაც გაანეიტრალებს იმ წუხილს, რაც არსებობს“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება” ტყუილისკენ და „გადაგდებისკენ“ წავა.

„როგორც ბიძინა იტყოდა, ეს [„გადაგდება“] არის მათი ხელწერა, მთელი წლების განმავლობაში და არ მჯერა, რომ რაიმე ფუნდამენტურს შეცვლიან, მაგრამ ეცდებიან, რომ პროპაგანდით იმოქმედონ ამ ადამიანების გონებაზე“, – განაცხადა მან.

ჯაფარიძის თქმით, პრობლემაა, რომ შესაძლებლობების ფანჯარას ვტოვებთ.

„ქვეყნის პრობლემაა არის ის, რომ ახლა არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც არის გაღებული და ამ ფანჯარას „ვმაზავთ“, ვტოვებთ, მერე ასეთი ფანჯარა კიდევ როდის გაჩნდება, კაცმა არ იცის“,- განაცხადა ჯაფარიძემ და დაამატა, რომ ევროპელებმა უნდა დაინახონ, რომ „ჩვენ შეგვიძლია არჩევნების გზით, ცივილიზებულად ხელისუფლების ცვლილება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g