LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

74 წლის ამერიკელი საკულტო მწერალი სტივენ კინგი კიევს ეწვევა

77
სტივენ კინგი

74 წლის ამერიკელი საკულტო მწერალი, სტივენ კინგი უკრაინაში, კიევში ჩავა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას Telegram არხი იტყობინება.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, კინგი კიევში ვარშავიდან მატარებლით ჩავა.

სტივენ კინგს მანამდეც არაერთხელ, სხვადასხვა ფორმით გამოუხატავს სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

მარტში, ომის დაწყებიდან მალევე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყველაზე ხშირად სწორედ მის ნაწარმოებებს გამოსცემდნენ, კინგმა უარი თქვა ამ ქვეყანაში თავისი წიგნების გაყიდვაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g