ატლანტაში ცოტა ხნის წინ დასრულებული „სუპერბოულის“ გრანდიოზული შოუ განსაკუთრებული გამოდგა რამოდენიმე მიზეზის გამო. ის ცნობილი ანიმაციური ფილმის „სპანჯბობის“ შემქმნელს, სტივენ ჰილებურგს მიეძღვნა. თავად შოუ კი ტრადიციისამებრ ამერიკის ჰიმნით გაიხსნა, რომელიც მოედანზე 74 წლის გლედის ნაიტმა შეასრულა.
„გრემის“ მფლობელი მუსიკოსი სპეციალურად მოწყობილ სცენაზე თეთრებში გამოწყობილი გამოჩნდა. მის მიერ შესრულებული ჰიმნის მოსმენა ცრემლების გარეშე შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი „სუპერბოულის“ ჰედლაინერი ჯგუფი Maroon 5 გახდა.